პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სალომე ზურაბიშვილი, “დედაენის დღის” აღსანიშნავად, ახალქალაქში ილია ჭავჭავაძის სახელობის მესამე საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეების მიერ გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატულ პანოს საზეიმოდ გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართავს. ასევე, “დედაენის დღესთან” დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დააჯილდოებს და კონკურსში გამარჯვებულ სკოლის მოსწავლეებს გამოავლენს.

Visited 95 times, 1 visit(s) today