პრეზიდენტმა ,,დედაენის დღისადმი” მიღვნილ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში “დედაენის დღესთან” დაკავშირებით, კულტურის ცენტრში სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა, რომლებმაც “ვეფხისტყაოსნის” კითხვისა და ხატვის კონკურსში გაიმარჯვეს. სალომე ზურაბიშვილს ახალქალაქის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა “ვეფხისტყაოსნიდან” ამორჩეული მონაკვეთები წაუკითხეს. პრეზიდენტმა კულტურის ცენტრის ფოიეში ახალქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე შექმნილი და გამოფენილი საკონკურსო ნამუშევრებიც დაათვალიერა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე დააჯილდოვა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც ქართული ენის კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვეს. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა.

Visited 106 times, 1 visit(s) today