პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს ოპოზიციასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი გააცნო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების ოპოზიციასთან შეთანხმებული დოკუმენტი წარუდგინა და საკონსტიტუციო რეფორმის ძირითად პრინციპებზე საკუთარი ხედვა გააცნო.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ, ისაუბრეს ასევე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე და ამ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ბუნებრივია ევროკავშირისათვის, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული ყველა იმ მთავარ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ევროკავშირის დელეგაციას აინტერესებდა საქართველოს პრეზიდენტის აზრი მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით.

Visited 105 times, 1 visit(s) today