პრეზიდენტმა მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე ფოკას მამათა მონასტრიდან მიულოცა, სადაც საზეიმო წირვას დაესწრო.

“წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ ჩვენგანს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა ნინო საქართველოში და იმის შემდეგ საქართველო გამთლიანდა და გაქრისტიანდა, და დღემდე ეს მადლი მოგვყვება. ყველას ფარავდეს მისი მადლი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, პრეზიდენტი მსვლელობას შეუერთდა, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.

Visited 189 times, 1 visit(s) today