პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს წევრებისთვისაც რომ გაეცნო თავისი მოსაზრება, ურიგო არ იქნებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უშიშროების საბჭოს წევრებისთვისაც რომ გაეცნო პრეზიდენტს თავისი მოსაზრება, ურიგო არ იქნებოდა, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დავით რაქვიაშვილის დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დავით რაქვიაშვილს პირადად არ იცნობს, თუმცა ის უნარ-ჩვევები, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, რაქვიაშვილს დადებითად წარმოაჩენს. გია ვოლსკი რაქვიაშვილს უშიშროების სავბჭოს მდივნის პოსტზე მუშაობაში წარმატებებს უსურვებს.

”მე წარმატებებს ვუსურვებ დავით რაქვიაშვილს, თუმცა უშიშროების საბჭოს წევრებისთვისაც რომ გაეცნო პრეზიდენტს თავისი მოსაზრება, ურიგო არ იქნებოდა. ზოგადად, პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს ფორმატში შემკრებია გარკვეული რანგის და ქვეყნის მმართველი რგოლის წარმომადგენლების. აქედან გამომდინარე, არ იქნებოდა ურიგო მათთანაც ჰქონდა ამ თემაზე კონსულტაცია, თუმცა ვინ დაინიშნებოდა ამ თანამდებობაზე პრეზიდენტის გადასაწყვეტია. ეს მისი თანამშემწე რგოლია, რომელმაც ორგანიზება უნდა გაუკეთოს უშიშროების საბჭოს სხდომების ჩატარებას”, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება დავით რაქვიაშვილის მიერ დასახელებულ პრიორიტეტებს, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წევრების მიერაა განსაზღვრული.

”ამ შემთხვევაში პრიორიტეტებს არა უშიშროების საბჭოს მდივანი, არამედ პრეზიდენტი უნდა ასახელებდეს და თუ მან რამე დაასახელა, ამას პრეზიდენტის შეხედულებებიდან გამომდინარე გააკეთებდა. უშიშროების საბჭოს მდივანი დამოუკიდებელი ფიგურა არ არის. ის ემსახურება საბჭოს და მის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ასე რომ, პრიორიტეტები, რასაკვირველია, მომდინარეობს პრეზიდენტისგან, რომელიც უშიშროების საბჭოს წევრებთანაა შეთანხმებული”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Visited 118 times, 1 visit(s) today