პრემიერი თსუ-ში ”აუდიტორია 115”-ის წევრებს ხვდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის 115-ე აუდიტორიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს ხვდება. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მოისმენს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რასაც სტუდენტები აყენებენ და კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული, შემდეგ კი პირველ კორპუსში გადავიდა.

Visited 156 times, 1 visit(s) today