პრემიერმა საოჯახო სასტუმრო “შატო დიო” დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო “შატო დიოში” იმყოფებოდა, რომელმაც, სახელმწიფო პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო. საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ამხანაგობა “დიო”, აღნიშნული თანხით საოჯახო მეღვინეობის ბიზნესს განავითარებს. როგორც ამხანაგობის დამფუძნებლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მიღებული გრანტით შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ. ამხანაგობა “დიო”, სამომავლოდ, წარმოებული ღვინის ექსპორტსაც გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში დღეიდან ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

Visited 314 times, 1 visit(s) today