პრემიერმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს – დიდი სიმამაცის და გმირობის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო 2015 წლის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისი არის ტრაგიკული თარიღი, როდესაც ძალიან მძიმე სტიქიურმა უბედურებამ, მრავალი ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა.
“იყვნენ მაშველები, რომლებმაც ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს და სიცოცხლე გაწირეს ადამიანების გადასარჩენად, მაგრამ ყველაზე მეტად ეს დღე დაამახსოვრდება საქართველოს, როგორც, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, უპრეცენდენტო კონსოლოდაციის დღე.
ვფიქრობ, ჩვენს ერს გააჩნია ეს განსაკუთრებული თვისება, რომ ასეთ მომენტებში გაერთიანდეს და განსაკუთრებით უყვარდეთ ერთმანეთი ადამიანებს. ამიტომ, მე ასეთად მახსოვს ეს დღე”,- აღნიშნა პრემიერმა.

Visited 141 times, 1 visit(s) today