პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გოქჰან თურანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა დახვდნენ.

Visited 14 times, 1 visit(s) today