საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის წევრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მინისტრებმა, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, თავიანთი უწყებების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაციები წარადგინეს. შეხვედრაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები მონაწილეობდნენ.
Visited 63 times, 1 visit(s) today