პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას შეეხო. ხაზი გაესვა ორ ქვყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ამ კუთხით ქვეყნებს შორის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი ესწრებოდნენ.

Visited 28 times, 1 visit(s) today