პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპულიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა. საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიტიურ როლს. ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს “ლაპის ლაზულის”, როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

Visited 65 times, 1 visit(s) today