პრემიერ-მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და თანამშრომლობის შემდეგი ეტაპები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა. შეხვედრა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.
ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, რომლებიც ევროპის საინვესტიციო ბანკის ოპერაციებს ეფექტურად ახორციელებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელის თქმით, ბანკი კვლავაც დაინტერესებულია იმ პროექტების განხორციელებით, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს შეუწყობს ხელს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა საჯარო სექტორში შეადგენს 480 მილიონი ევროს, კერძო სექტორში კი 165 მილიონ ევროს.

Visited 95 times, 1 visit(s) today