პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თელავში თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის შეხვდა, რომელიც საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე იმყოფებოდა.
საუბრისას საპრეზიდენტო არჩევნები შეფასდა, ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილეს მტკიცე ორმხრივ ურთიერთობებზე და დაადასტურეს მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი რეგიონული პროექტების განხორციელებაში.
მამუკა ბახტაძემ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს ორ ქვეყანას შორია არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

Visited 94 times, 1 visit(s) today