პრემიერ-მინისტრი იერუსალიმში JVP-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ფონდ Jerusalem Venture Partners (JVP)-ის სათავო ოფისში იმყოფებოდა. JVP-ის ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოა სეგრემ და ფონდის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დეტალურად გააცნეს თავიანთი საქმიანობის მიმართულებები და სპეციფიკა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. JVP-ის წარმომადგენლებმა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობის, დამწყები ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებისა და საქართველოს ტექნოლოგიური პარკის საქმიანობის შესახებ. ვენჩურული კაპიტალის საერთაშორისო ფონდი Jerusalem Venture Partners (JVP), რომლის სათავო ოფისი იერუსალიმში მდებარეობს, დაფუძნებულია 1993 წელს და ძირითადად, ორიენტირებულია დამწყებ კომპანიებში ინვესტირებაზე – ციფრული მედიის, საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის, სასაწყობე მეურნეობების და კიბერუსაფრთხოების განვითარების მიმართულებით.

Visited 133 times, 1 visit(s) today