პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში იყო დაკავებული წარმატებული სარეჟისორო საქმიანობით, მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ცნობილ რეჟისორს დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრემია და ჯილდო. აღსანიშნავია, რომ რეჟისორი საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული.

Visited 35 times, 1 visit(s) today