პრემიერ-მინისტრი მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს!
პირველკლასელებისა და პირველკურსელებისთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, ემოციებით აღსავსე. ვუსურვებ მათ, საინტერესო და სიახლეებით სავსე ყოფილიყოს სკოლისა და სტუდენტობის წლები.
ჩვენი შვილები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მჯერა, რომ ჩვენი პედაგოგები მათ სამაგალითო მოქალაქეებად აღზრდიან. ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მასწავლებლებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

Visited 129 times, 1 visit(s) today