პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყაზახეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და სენატის თავმჯდომარესთან. გარდა ამისა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური ფორუმის გახსნაში, რომელსაც ყაზახეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

„ყაზახეთი არის ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვექნება ახალი ინიციატივები, ასევე განვიხილავთ ძალიან ბევრ საკითხს, რომელიც შეეხება პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკურ სექტორსა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობებს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

Visited 49 times, 1 visit(s) today