პრემიერ-მინისტრი სასტუმროების ქსელ “კემპინსკის” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროების ქსელ „კემპინსკის ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს ბერნოლდ შროდერს გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში „კემპინსკის“ სასტუმროს მშენებლობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ საქართველოში კემპინსკის სასტუმრო უახლოეს მომავალში აშენდეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს მრავალმხრივ ტურისტულ შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ ქვეყანამ 2022 წელს დაახლოებით 5,5 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, ხოლო 2024 წლისთვის პანდემიამდელ რაოდენობას – 9.4 მილიონს დაუბრუნდება.
Kempinski Hotels S.A. ძვირადღირებული სასტუმროების მართვის კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ჟენევაშია. „კემპინსკის“ შემოსავალი 2.9 მილიარდი დოლარია. კომპანიაში 22,500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია 34 ქვეყანაში 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროსა და რეზიდენციას ფლობს.

Visited 28 times, 1 visit(s) today