პრემიერ-მინისტრი BP-ის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, BP-ის რეგიონულ დირექტორ გარი ჯონსს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები. აღინიშნა, რომ BP-ს 25 წელია, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია, რომელსაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისთვის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირებისა და საწვავის მიწოდების კუთხით. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მზადაა განიხილოს კომპანიასთან სხვადასხვა საინვესტიციო მიმართულებები, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების საქართველოში განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს. ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას, რომელიც 2006 წლიდან ოპერირებს. იგი პირდაპირი სატრანსპორტო ხაზია კასპიისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ხაზი გაესვა ასევე სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც ხდება ბუნებრივი აირის მიწოდება კასპიის ზღვის „შაჰ დენიზის” საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე.

Visited 52 times, 1 visit(s) today