პრემიერ-მინისტრი ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს გერტ-ჰინრიჰ არენსს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს, საპრეზიდენტო არჩევნებსა და მოსალოდნელ მეორე ტურს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა საარჩევნო პროცესში რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართულობას მიესალმება. აღინიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა და ანალოგიურად, თავისუფალი და გამჭვირვალე გარემო იქნება უზრუნველყოფილი არჩევნების მეორე ტურისთვის. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა არასამთავრობო ორგანიზაციების როლს წინასაარჩევნო გარემოსა და კანდიდატებს შორის არსებული კონკურენციის ობიექტურად შეფასების პროცესში.

Visited 119 times, 1 visit(s) today