პრემიერ-მინისტრმა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, თერჯოლაში, დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა სახლ-მუზეუმი დაათვალიერა და მის დირექტორს, ლალი ღვინეფაძეს გაესაუბრა. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმში დაცულია მათი ცხოვრებისა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, პირადი ნივთები. დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმს ბოლო წლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ასევე მოხდა მუზეუმისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა, განახლდა მუზეუმში არსებული ექსპოზიცია და ლიტერატურა.

Visited 43 times, 1 visit(s) today