პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ასევე მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.
შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ Koç Holding-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
Koç Holding-ი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ჯგუფის საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საკვები, ინტერნეტტექნოლოგიები, სასტუმრო და ელექტრონიკის სექტორი. 90-წლიანი ისტორიის ჰოლდინგს 97 ათასზე მეტი თანამშრომელი და 10 ათასი დილერი ჰყავს, მისი წლიური შემოსავალი კი 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

Visited 109 times, 1 visit(s) today