პრემიერ-მინისტრმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მეჩეთში მუსლიმებს ყურბან ბაირამის დღესასწაული მიულოცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ყველა რელიგიის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთად აშენებდა ძლიერ სახელმწიფოს და ეს ტრადიცია გრძელდება.

“მინდა, ჩვენს მუსლიმურ თემს მივულოცო ყურბან ბაირამი. ყურბან ბაირამი ეს არის ერთიანობის, მეგობრობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების დღესასწაული. საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ყველა რელიგიის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთად აშენებდა ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენც ამ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ და ღირსეულად ვაგრძელებთ ამ საქმეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Visited 228 times, 1 visit(s) today