პრემიერ-მინისტრმა ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ხონში, სოფელ ივანდიდში თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. შპს “ედელინგმა” თხილის საწარმოს მშენებლობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით, აგროლიზინგის წესით 1,2 მილიონი ლარი 2019 წელს მიიღო. როგორც კომპანიის დირექტორმა შოთა საღრიშვილმა პრემიერ-მინისტრს განუმარტა, ამ ეტაპზე ქარხანაში 40-მდე ადამიანია დასაქმებული და წარმოებული პროდუქტი როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე იყიდება. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე, დიდ სირთულეებს დაუკავშირდებოდა და წამოწყებას 4-5 წლით უკან დახევდა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ფერმერების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობას. პრემიერთან ერთად, თხილის საწარმო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა და ხონის მერმა, ვლადიმერ ჯურხაძემ დაათვალიერეს.

Visited 53 times, 1 visit(s) today