სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, კენკროვანი ქვეკომპონენტის ბენეფიციარებისთვის ჩატარდა ტრენინგი კენკროვნების მოვლა-მოყვანის შესახებ. ბენეფიციარებს უფასო კურსი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუტარეს. ასევე ჩატარდა პრაქტიკული სწავლება ლურჯი მოცვის პლანტაციაში. ტრენინგის საბოლაო ეტაპზე გაიმართება ტესტირება და წარმატებით გავლის შემდეგ ბენეფიციარები პროექტის შემდეგ ეტაპზე გადავლენ.
შეხვედრის მონაწილეებს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა. კენკროვნების პროგრამაში მონაწილეობა განახლდება 2019 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით და პროგრამა ითვალისწინებს კენკროვნების გაშენებას 0.15 დან 0.5 ჰა ფართობზე, რომლის ნერგების, სარწყავი სისტემის და ბაღისთვის ტექნიკური მასალების ხარჯების 100 პროცენტს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურიის რეგიონული სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა.