პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

„მათ შორის გამორჩეულია – საშენ მასალათა, პლასტმასის და სხვა მსგავსი წარმოებები, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე“ – აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას – როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს.

„ერთადერთი ამ სექტორში ვუშვებთ შემდეგს – ბიზნესს შეეძლება ერთდროულად ისარგებლოს დახმარებით როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემით – ანუ, ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს – ჩვენთვის ადგილობრივი, მათ შორის კვების ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტია, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Visited 106 times, 1 visit(s) today