პროექტის ,,გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივით და დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მხარდაჭერით, საკრებულოში პროექტის „გადავწეროთ ვეფხისტყაოსანი“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნში, რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა, პირველ ჩანაწერს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გააკეთებს, რის შემდეგაც ყველა დაინტერესებულ პირს, საკუთარი სახელისა და გვარის მითითებით, ,,ვეფხისტყაოსნის“ თითო სტროფის გადაწერის შესაძლებლობა მიეცემა.

ღონისძიება, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამეცნიერო, სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს დედაენის დღე მიულოცა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოვიდნენ.

საკრებულოს წევრებთან ერთად წიგნში ჩანაწერები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ხელოვანებმა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა დატოვეს.
თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში განთავსებულ წიგნში ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ხოლო პროექტი პოემის სრულად გადაწერისთანავე დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა “რუსთაველი 850”, სადაც მხატვრებმა – მამუკა ტყეშელაშვილმა, თომა გლურჯიძემ, მურაზ მურვანიძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, ზურაბ გომელაურმა, ქეთი დავლიანიძემ, ნინო ჩაკვეტაძემ და მამუკა გიორგაძემ ,,ვეფხისტყაოსნის“ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები, მათ შორის სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნაწარმოებები წარმოადგინეს.

Visited 242 times, 1 visit(s) today