პროექტ “შემოიარე საქართველო”-ს განხორციელება დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით პროექტ „შემოიარე საქართველოს“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის 5 სხვადასხვა რეგიონში, 5 ექსკურსია/ტური მოეწყობა.

პროექტში მონაწილე ახალგაზრდებმა უკვე მოინახულეს ბირთვისი, უახლოეს მომავალში ექსკურსიები იგეგმება: ვარძიაში, ლაგოდეხში, ხევსურეთსა და რაჭა-სვანეთში.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია:

1. ვარძია – 2 დღიანი ტური 27 -28.07.2016

პირველი დღე :
გასვლა: ქ. გარდაბანი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, 8:00 საათი.
1. სანახავი ადგილები: 1. ფარავნის ტბა
2. ხერთვისის ციხე
3. ვანის ქვაბები
4. ვარძია
დაბანაკება ვარძიაში

მეორე დღე:
1. რაბათი ციხე ქალაქი
2. მწვანე მონასტერი
დაბრუნება: ქ. გარდაბანში

2. ლაგოდეხი -2 დღიანი ტური 01-02.07.2016

დღე 1- გასვლა: ქ. გარდაბანი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, 8:00 საათი
სანახავი ადგილები:
1. ნინოწმინდის დედათა მონასტერი
2. ჩაილურის ციხე
3. გურგენიანის ჩანჩქერი
4. ლაგოდეხის ნაკრძალი
5. დაბანაკება ნაკრძალში

დღე 2:
1. ნინოსხევის ჩანჩქერი
2. დაბრუნება: ქ. გარდაბანში

3. ხევსურეთი (შატილი, მუცო) – 2 დღიანი ტური 05-06.08.2016

დღე 1- გასვლა: ქ. გარდაბნი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, 8:00 საათი
სანახავი ადგილები:
1. დათვის ჯვრის უღელტეხილი
2. შატილი ციხე ქალაქი
3. ლურჯიმთები
დაბანაკება შატილში

დღე 2:
1. აკლდამები
2. მუცო
3. დაბრუნება ქ.გარდაბანში

4. რაჭა-სვანეთი- 4 დღიანი ტური 9-12.08.2016

დღე 1- გასვლა: ქ. გარდაბანი, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, 7:00 საათი
1. სანახავი ადგილები:
2.შაორის წყალსაცავი
3. ნიკორწმინდის ეკლესია
4.ბარაკონის ეკლესია
5.დაბანაკება შაორის წყალსაცავთან

დღე 2: 1.გამგზავრება სოფელ სასაში
2.დაბანაკება სოფელ სასაშთან კურორტ მუაში

დღე 3: 1.გამგზავრება მუაშიდან უშგულისკენ
2.უშგული
3.თეთნულდის და უშბის მწვერვალებ
4.მესტია
5.ხერგიანის სახლ-მუზეუმი
6.მარგიანის სახლ-მუზეუმი
7.დაბანაკება მესტიაში

დღე 4: 1.გამომგზავრება გარდაბანში
2.გზად გაჩერება ენგურის წყალსაცავთან(ენგურ ჰესი)

პროექტ “შემოიარე საქართველოში” მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოქალაქეებს. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილებს), წარმატებულ სტუდენტებსა და სპორტსმენებს.

დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ გარდაბნის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური .

საკონტაქტო პირები: ავთანდილ ჯანხოთელი 599 64 10 65
ნინო ნარიმანიძე 599 53 91 22

Visited 560 times, 1 visit(s) today