პროკურატურაში ევროკავშირის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში გამოძიებაზე, სისხლისსამართლებრივ დევნაზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გიორგი გაბიტაშვილმა ევროკავშირის ექსპერტებს მიაწოდა ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ, ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს მისი იმპლემენტაციის დაწყებისთვის

Visited 113 times, 1 visit(s) today