ვახანში გზის მშენებლობა დაიწყო

26/07/2017

სოფლის ცენტრალური გზის 3 500 მეტრიანი მონაკვეთის მობეტონება აქტიურად მიმდინარეობს.
ე.წ. „ლომსაძეების წყაროდან“ სოფლის სკოლამდე 1 900 მეტრიან მონაკვეთზე 3 მ. სიგანისა და 16 სმ. სისქის ბეტონის საფარი მოეწყობა, ხოლო სკოლიდან 1 600 მეტრზე ე.წ. „ბონდის ხიდებამდე“ – 4 მ. სიგანისა და 16 სმ. სისქის. გზას ყოველ 6 მეტრში, ტემპერატურულ ნაკერებში დაყვება არმატურა. ასევე, პროექტის ფარგლებში გზის მთელ სიგრძეზე, საჭიროების ადგილებზე, მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები.
დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, თემური თაბუკაშვილმა ვახანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელში შ.პ.ს. „მიმდემი“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 460 800 ლარით ფინანსდება, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება 5%-ა.
სოფელ ვახანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0