პროკურორებმა და გამომძიებლებმა კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი გაიარეს

????????????????????????????????????

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და სხვადასხვა უწყების გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების შედეგად პროკურორები და გამომძიებლები გაეცნენ ელექტრონული მტკიცებულების შეგროვებისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს, ელექტრონული მტკიცებულების ამოღების მეთოდებსა და სასამართლო პროცესზე მათი გამოყენების საკითხებს. ტრენინგი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან (DOJ) თანამშრომლობით განხორციელდა.
ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად გაიარეს პრაქტიკული სავარჯიშოები. პროგრამა მოიცავდა: კიბერსაფრთხეების გაცნობას, კომპიუტერული სისტემების, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ტექნიკურ მიმოხილვას, ციფრული ქსელის გამოძიებას, ციფრული მედიის ჩხრეკა-ამოღებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სასწავლო კურსს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები, კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების სამმართველოს კრიმინალური დეპარტამენტის პროკურორები არონ კუპერი, ფრენკ ლინი და გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი გამომძიებელი ტომას კაპი უძღვებოდნენ.
კურსი პროკურორებთან და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიარეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

Visited 158 times, 1 visit(s) today