პროკურორის პოზიცია მომეტებული კორუფციის რისკის შემცველია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმად, გაფართოვდება თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, ვისზეც ეს კანონი გავრცელდება.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის, თეიმურაზ ჩიხრაძის განცხადებით, კანონპროექტი გულისხმობს, პროკურატურის თანამდებობის პირების მსგავსად, ყველა პროკურორზე აღნიშნული კანონის გავრცელებას. შესაბამისად, როგორც შეუთავსებლობა, ასევე, დეკლარირების ვალდებულებაც გავრცელდება რიგით პროკურორებზე.

„პროკურორის პოზიცია მომეტებული კორუფციის რისკის შემცველია. შესაბამისად, დეტალური ანალიზისა და საკითხის შესწავლის საფუძველზე, აგრეთვე ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად, საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტისთვის მიემართა წარმოდგენილი ცვლილებით“, – აღნიშნა თეიმურაზ ჩიხრაძემ.

Visited 28 times, 1 visit(s) today