პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტები, სოციალური საწარმოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ სტუდენტები, სოციალური საწარმოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. საწარმო „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციას“-ს ეკუთვნის. მასში ძირითადად შშმ/სსსმ პირებია დასაქმებული და საწარმოო პროცესსაც უსინათლო ნიკოლოზ თხელაძე ხელმძღვანელობს.

რეაბილიტირებულ საწარმოში პრაქტიკას გაივლიან „სპექტრის“ შშმ/სსსმ სტუდენტებიც. აღსანიშნავია, რომ გაფართოების შემდეგ, საწარმო კოლეჯის კურსდამთავრებულ რამდენიმე შშმ/სსსმ პირს დაასაქმებს.

თანამშრომლობა კოლეჯ „სპექტრსა“ და „საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაცია“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ასოციაცია, კოლეჯთან ერთად, ზრუნავს შშმ/სსსმ პირთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციაზე.

Visited 178 times, 1 visit(s) today