პროფესიული მიმართულება კვლავ განათლების სისტემის პრიორიტად რჩება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

მიხეილ ს თქმით, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით სკოლებში საერთაშორისოდ აღიარებული სისტემები დაინერგება. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს. ეს იქნება შესაძლებლობა მოკლე დროში გადაიდგას შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები, რადგან „ციფრული სკოლის კონცეფცია“ სწორედ ზოგადი განათლების ხარისხის გაძლიერებას მოემსახურება.

ციფრული სკოლა გულისხმობს ციფრულ შინაარსსა და მასალას – ვიდეო და ონლაინ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო, სხვა სახის ციფრულ ლიტერატურას და ლაბორატორიებს. ცოდნის გადაცემის ეს საშუალება გაზრდის დამატებითი სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობას და მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებსაც დაეხმარება ისარგებლონ ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლიტერატურით, რომლითაც უცხოეთის წამყვან ქვეყნებში სწავლობენ. მოქნილი და მუდმივად განახლებადი სისტემის გამოყენება პლანშეტების და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობითაც იქნება შესაძლებელი.

ამასთანავე, გაანალიზდება საერთაშორისო წარმატებული სასკოლო მოდელები, რომელიც ეროვნულ მოდელში ინტეგრირდება. გარდა ამისა, მოხდება პედაგოგთა გადამზადება ახალი გეგემების შესაბამისად, რომელი მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავრობის დაპირების შესაბამისად კი, მოხდება პედაგოგების ფინანსური წახალისება.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, აქტიურ ფაზაშია სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესების პროცესი, როგორც ტექნიკური ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით. თუმცა, ამავდროულად, ახალგაზრდებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს როგორც ქართველი ავტორების, ასევე მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე მწერლების ლიტერატურა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, სწორედ ასეთი კომპლექსური მიდგომა მოგვცემს საშუალებას, რომ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და განვითარების მეტი მოტივაცია ჰქონდეთ.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროფესიული მიმართულება კვლავ განათლების სისტემის პრიორიტად რჩება და მთავარი მიზანი იქნება სწრაფად აღმოიფხვრას ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
პროფესიული გადამზადების კუთხით, მხარდაჭერილი იქნება მოკლევადიანი კურსები, რაც მოქალაქეებს კვალიფიკაციიის ამაღლების და შესაბამისად, დასამქების შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ პროფესიულ განათლების მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და აუცილებელია, საგანმანათლებლო სისტემამ მოამზადოს კადრები, რომლებიც ადვილად დასაქმდებიან. დღეის მდგომარეობით, ერთი მხრივ, ბიზნესსა და სხვადასხვა ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია, მეორეს მხრივ, განათლების სისტემის მიერ მომზადებული კადრები დამსაქმებლებამდე ხშირად ვერ აღწევენ. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ბევრი მუშაობა მოთხოვნა-მიწოდების პრობლემის გადაჭრის მიზნით.
პროფესიული განათლების კუთხით სიახლე იქნება პროფესიული ასოციაციების და ბიზნესის მაქსიმალური ჩართულობა.

სამინისტროს მიზანი ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება იქნება, რომელიც ბაზრისა და კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად იმუშავებს. ასეთი მიდგომა კი მოიტანს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნას.

Visited 157 times, 1 visit(s) today