რამდენადაც ვიცი, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რამდენადაც ვიცი, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ტარიფების შესაძლო გაზრდას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სემეკი არის დამოუკიდებელი ორგანო და ის ხელისუფლების დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ტარიფები გაიზრდება, გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად მერია რაიმე პროგრამას შეიმუშავებს.
“თბილისის მერია ყოველთვის გვერდში უდგას გაჭირვებულებს და ასევე გააგრძელებს გვერდში დგომას”- განაცხადა ნარმანიამ.

Visited 169 times, 1 visit(s) today