რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებელს ისევ მიიღებს

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ნავენახევის მღვიმე დამთვალიერებელს ისევ მიიღებს.
კარსტული მღვიმის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მილიონამდე ლარი დაიხარჯება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაწყვეტილებით ნავენახევს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდება. პროექტის ფარგლებში მღვიმეში ვიზიტორთა ბილიკის და თანამედროვე განათებების დამონტაჟება იგეგმება, მოეწყობა მღვიმეში ჩასასვლელი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ვიზიტორთა ცენტრი,დასასვენებელი ზონა და საფეხმავლო ბილიკები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მღვიმე, თერჯოლა-ტყიბულის ტურისტულ მარშუტში საკუთარ ადგილს დაიკავებს. რაც თავის მხრივ ტურისტების რაოდენობისა და სამუშაო ადგილების ზრდას გამოიწვევს.
თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე აქტიურადაა ჩართული და პირადად აკონტროლებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ტემპებს, გეგმის მიხედვით, განახლებული მღვიმე პირველ სტუმრებს 2018 წლის დასაწყისში მიიღებს.

Visited 298 times, 1 visit(s) today