რაჭაში ოფთალმოლოგიური ოპერაციები ჩატარდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით რაჭაში, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, ოფთალმოლოგიური ოპერაციები (კატარაქტას ექსტრაქცია, ფაკოემულსიფიკაცია ხელოვნური ბროლით) ჩატარდა. ოპერაციები პროფესორმა საშა ალექსიძემ დამხმარე მედ–პერსონალთან ერთად ჩაატარა, პაციენტები კი საოპერაციოდ ოფთალმოლოგებმა იზა ცხვედიანმა და კობა ჩიღვინაძემ მოამზადეს. „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ განხორციელებული აქციის ფარგლებში 1-4 ივნისს თვალის ოპერაცია ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 43–მა პაციენტმა გაიკეთა.

Visited 214 times, 1 visit(s) today