რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რაჭაში რთველისთვის მზადება დაიწყო. სეზონის აქტიურ რეჟიმში გადასვლამდე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას, სოფელ ხვანჭკარაში გაეცნო. წელს რეგიონი გაზრდილ მოსავალს ელოდება. შარშან მხარეში რეკორდული რაოდენობის ყურძენი დაიკრიფა. რაჭაში ალექსანდრეულის და მუჯურეთულის მოსავალმა 1500 ტონა შეადგინა, ლეჩხუმში კი 800 ტონა ცოლიკაურის მოსავალი დაფიქსირდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში, რაჭაში 1100, ხოლო ლეჩხუმში 800 ჰექტარზე ახალი ვენახებია გაშენებული.

Visited 103 times, 1 visit(s) today