რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მე-2 ეტაპს ახორციელებს. სამუშაოები 2 პროექტად ხორციელდება, რომლის ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტი, ქ. ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფარსტრუქტურის აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 35.5 მლნ. ლარია. რაჭაში, სტიქია 2020 წლის ივლისში მოხდა, რომელმაც ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელსვე ჩატარდა, რათა უზრუნველყოფილიყო ავტოტრანსპორტის განვლადობა, ხოლო მეორე ეტაპის ფარგლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური აღდგენა მოხდება.

Visited 27 times, 1 visit(s) today