რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სავაჭრო–სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძესთან ერთად საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ნინო ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრა საინფორმაციო–გაცნობითი ხასიათის იყო და სავაჭრო და სამრეწველო პალატის საქმიანობის, მისი მიზნების, პერსპექტივების და სამომავლო გეგმების გაცნობას ითვალისწინებდა.

სავაჭრო–სამრეწველო პალატა, რომლის საქმიანობის ერთ–ერთი მიმართულება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერაა, გერმანულ საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ –თან ერთად გეგმავს წარმომადგენლობის გახსნას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. რეგიონული ოფისის ძირითადი მიზანი იქნება ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მეწარმეთა ინფორმირება სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით, ამასთანავე შეიქმნება რამდენიმე სამუშაო ადგილი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

Visited 186 times, 1 visit(s) today