„რეას“ ბენეფიციარებს გიგლა აგულაშვილმა შობა-ახალი წელი მიულოცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოციალური ინტეგრაციის ცენტრს „რეა“ სტუმრობდა. ცენტრი განვითარების თავისებურებების მქონე ახალგაზრდებს აერთიანებს. მინისტრმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები გასული წლის განმავლობაში არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. ინტეგრაციის ცენტრში საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია – „ჩვენი სამყარო“ გაიმართა. გიგლა აგულაშვილის ინიციატივით, სოციალური ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საზაფხულო ეკო-ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას.

Visited 146 times, 1 visit(s) today