ფარცხნალი, ლეღვანი, ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზა, კიცხი, ჩრდილი, ლაშე, ხემაღალი, საქარიქედი, ლახუნდარა, ღვერკი – ეს ის სოფლებია სადაც, გზების მობეტონება წელს დაიწყება. მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების ფონდმა ხარაგაულს დამატებითი თანხები უკვე გამოუყო.
როგორც გამგებელი განმარტავს, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში გზების რეაბილიტაციის მიზნით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ტენდერებს ივლისის თვეში გამოაცხადებს. პროექტები, რომელთა კილომეტრაჟობა 2000 მეტრს აღემატება, იქნება გარდამავალი. დაიწყება წელს და დასრულდება მომავალ წელს.
პროექტების ჩამონათვალი:
სოფელ ფარცხნალში აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (984 მეტრი).
დაბა ხარაგაულში ქუჩების, ჩიხების რეაბილიტაცია და არხების გაწმენდა;
სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (4076 მეტრი);
ლეღვანი-მარელისის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (4600 მეტრი);
სოფელ ჩრდილის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2400 მეტრი);
სოფელ კიცხის (მდინარაძეების უბანი) გზის რეაბილიტაცია (2 500 მეტრი);
სოფელ ღვერკში გზის რეაბილიტაცია (1400 მეტრი);
ლაშის ა/ერთეულის სოფელ ხემაღალში გზის რეაბილიტაცია 2 100 მეტრი და ლაშეში მანჯავიძეების უბანში (ბორის მანჯავიძის სახლამდე 250 მეტრი)გზის რეაბილიტაცია;
სოფელ საქარიქედის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2 200 მეტრი);
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ 👉ლახუნდარის (ქვედა ლახუნდარა, ეკლესიის უბანი) ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (2350 მ);