რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა” მოისმინა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე. ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2022 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან 10.2% შეადგინა.

„ამან საშუალება მოგვცა ცვლილებები შეგვეტანა 2022 წლის ბიუჯეტში და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-დან 8,5%-მდე გავზარდეთ. ინფლაციის მაღალი დონე ნარჩუნდება რამაც 11.5% შეადგინა, ხოლო ბოლო 12 თვის მაჩვენებელი 12,6%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებას რაც შეეხება, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 10 739 541.2 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 11 493 235.8 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 107.0%“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მინისტრის მოადგილემ მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტზე გაამახვილა, რომელიც 106%-ითაა შესრულებული. გიორგი კაკაურიძის თქმით ეს ერთადერთი უწყებაა, რომელსაც გადაჭარბებით აქვს შესრულებული ბიუჯეტი. მან, კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით ისაუბრა სამინისტროს მიერ პროგრამებისა და სხვადასხვა მიმართულების პროექტების შესრულების შესახებ. მისი შეფასებით, ამ თვალსაზრისით სამინისტროს კარგი მაჩვენებელი აქვს. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და საბიუჯეტო ხარჯების თაობაზე დეტალური ინფორმაცია კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გაცნო. მომხსენებლებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

Visited 54 times, 1 visit(s) today