რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა მხარი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. მომხსენებლის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, კანონპროექტის ბ) ქვეპუნქტში შემდეგი ცვლილება განხორციელდა – კანონპროექტს დაემატა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერიდან „ტურიზმის განვითარებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა უფლებამოსილება“ ამოდის. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. ​ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტებს არასამეწარმეო იურიდიული პირის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დაფუძნების უფლებამოსილება ენიჭებათ.

Visited 12 times, 1 visit(s) today