რევაზ ასათიანი საქართველო-ფინეთის პირველ ბიზნესფორუმს დაესწრო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა საქართველო-ფინეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის აღნიშნული ბიზნესფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ფინეთის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა. როგორც რევაზ ასათიანმა განაცხადა, საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ფინეთის გამოცდილების გაზიარება რძის პროდუქტების, მარცვლეული კულტურებისა და თევზის წარმოების მიმართულებებით. მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში აგრარულ დარგში არსებული მდგომარეობა გააცნო, ახალგაზრდა ფერმერების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ფინეთთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებული საქართველო-ფინეთის რიგით პირველი ბიზნესფორუმი სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ გაიმართა, რომელსაც ფინეთის ელჩი საქართველოში არია მაკონენი, ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს, ფინურ-ქართული სავაჭრო ასოციაციის და მსხვილი ფინური კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 380 times, 1 visit(s) today