რელიგიურ გრძნობებზე თამაში ძალიან ცუდია და თუ ამას ხელისუფლება აკეთებს, ძალიან ცუდად დაამთავრებთ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რელიგიურ გრძნობებზე თამაში ძალიან ცუდია და თუ ამას ხელისუფლება აკეთებს, გარანტიას გაძლევთ, ძალიან ცუდად დაამთავრებთ, – ამის შესახებ ადიგენში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.დეპუტატმა ისაუბრა ადიგენში არსებულ პრობლემებზე და რაიონში ორი დღის წინ მომხდარ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.

“მინდა მივმართო მთავრობას, რას ერჩით ადიგენის რაიონს? მე-13 რაიონად გინდათ აქციოთ? რატომ ატარებთ ექსპერიმენტებს ამ ხალხზე? რა დაგიშავათ ამ რაიონმა. უკვე მესამე პრემიერი გვყავს საქართველოში და თითქმის ყველა გვპირდებოდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა რაიონის გაზიფიცირება და გამრიცხველიანება. მაგრამ, როგორც ყოველთვის მოგვატყუეს.

21-ე საუკუნეა და ადიგენის რაიონში ერთი სახლიც არ არის გაზიფიცრებული. მაღალმთიანი კანონით დაბლა მდებარე სოფლები გაიყვანეთ მაღალმთიანებში და მაღლა მდებარე არა. ამით რაიონის სოფლებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობთ. ეს არ იკმარეთ და რელიგიური დაპირისპირების ინსპირირებას ცდილობთ. ეს ამბავი დაიწყო არა გუშინწინ, არამედ 2-3 წლის წინ სოფელ ჭელაში, როდესაც მინარეთის ამბები მოხდა”, – განაცხადა ჩილინგარაშვილმა.

მისივე თქმით, იმ მოვლენების დროს არც ერთი ადამიანი არ დასჯილა და ამის გამოძახილი იყო 2 დღის წინ მომხდარი დაპირისპირებაც.

“რელიგიურ გრძნობებზე თამაში ძალიან ცუდია და თუ ამას ხელისუფლება აკეთებს, გარანტიას გაძლევთ, ძალიან ცუდად დაამთავრებთ. მოსახლეობა შეხვდა ერთმანეთს, მოილაპარაკეს, 1 საათის შემდეგ ადის გამგეობის თანამშრომლები, ისევ კრებენ მოსახლეობას და ხდება ასეთი უბედურება”, – განაცხადა დეპუტატმა.

Visited 165 times, 1 visit(s) today