“რესპუბლიკელები” კოალიციიდან გამსვლელები არ არიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უმრავლესობის დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, ,,რესპუბლიკელები” კოალიციიდან გამსვლელები არ არიან. როგორც ომარ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი კოალიციიდან გასვლის საკითხი სავარაუდოდ პოლიტიკური ვაჭრობის თემაა.

,,მე დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ რაიმე არაჩვეულებრივს იტყვიან ისინი. იტყვიან იმას რაც თქვეს ამდენხანს. კოალიციიდან ისინი გამსვლელები არ არიან. მე მგონია, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის თემაა. ეს მიღებულია პოლიტიკაში და საბოლოოდ შევთანხმდებით. მათ საუბარი აქვთ კვოტებზე და სხვაზე არაფერზე. თუმცა მთავარია სახელმწიფო ინტერესები არ გადავწიოთ უკან”, – განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

Visited 141 times, 1 visit(s) today