”რესპუბლიკური პარტია” არ არის ერთადერთი ადეკვატური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით უფრო ადეკვატურია

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

”რესპუბლიკური პარტია” თვლის, რომ არ ვართ ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით ვართ ხოლმე უფრო ადეკვატური, – ასე გამოეხმაურა ”რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნასთან დაკავშირებით უსუფაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებებს ”არაადეკვატური” უწოდა.

”ქართული ოცნება” თვლის, რომ ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ძალა თვითონ არის. ”რესპუბლიკური პარტია” თვლის, რომ ჩვენ არ ვართ ერთადერთი ადეკვატური პოლიტიკური ძალა, მაგრამ სხვებთან შედარებით ვართ ხოლმე უფრო ადეკვატური. რა უფრო ადეკვატურია და ვინ უფრო ადეკვატურია, ამას მოსახლეობა, ამომრჩეველი და მოქალაქეები განსაზღვრავენ”, – განაცხადა უსუფაშვილი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ყველა პოლიტიკური სუბიექტი ერთმანეთთან კონკურენტულ რეჟიმშია და ერთმანეთი სამიზნეში ჰყავს ამოღებული.

”ვაცხადებ, მზაობას ამ კვირის ბოლოდან, ნებიმიერ ეთერში, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერთან, ნებისმიერ თემაზე დებატებისთვის. მოდი იქ გავარკვიოთ ყველაფერი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

Visited 131 times, 1 visit(s) today