„რესპუბლიკური პარტია” კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ შესაძლო გასვლასთან და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდით. საერთოდ, კოალიციები განსხვავდება სხვა ტიპის გაერთიანებებისგან სწორედ ამით. ამიტომ, რესპუბლიკური პარტია არ განიხილავს საკითხს კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან, გასვლის თაობაზე. ეს ერთი. მეორე – მოდის ახალი არჩევნები, მოახლოვდა ახალი არჩევნები. ახალი არჩევნებისთვის მზადება ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის ვალდებულება, არა თუ უფლება. მომავალ არჩევნებზე პარტიები ცალკე გავლენ, საარჩევნო ბლოკში იქნებიან, როგორ იქნებიან, ამაზე ყველა პარტია მსჯელობს, ყველა პარტია ფიქრობს, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიაც. ჩვენ ამას ვფიქრობთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ რეჟიმში, არამედ ვაკვირდებით პროცესებს კოალიციაშიც. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი უპირველესი ვალდებულება, რომ ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯები იყოს სინქრონიზებული, იყოს გააზრებული, იყოს გარკვეულწილად კოორდინირებულიც კი კოალიციურ სისტემაში. ასე, რომ ამ პროცესის ასე ვთქვათ შედეგი ალბათ მალე იქნება ცნობილი. კოალიციური ვალდებულებებისადმი რესპუბლიკური პარტიის ერთგულება ჩვენ არა ერთხელ დავადასტურეთ ძალიან მძიმე და კრიზისულ ვითარებებშიც კი და ჩვენ ასევე ვართ განწყობილი. ამასთანავე, მომავალი არჩევნების თემა ეს არის უკვე ცალკე თემა, ეს არის უკვე ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი – მომავალი არჩევნები. იმასთან დაკავშირებით ვინ როგორ დავლაგდებით, ამას მალე შეიტყობთ “, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

Visited 391 times, 1 visit(s) today